. / საქართველო 24.09.2018 ავტორი: GHOST 97 0

მიწისძვრა სან ხოსეში - გუნდის მწვრთნელი მოხსნეს, კაშიამ დაცვის პრობლემა ვერ გადაჭრა

loading...


MLS-ის დასავლეთ კონფერენციის 28-ე ტურში "კანზასთან" განადგურების (1:5) შემდეგ, გადააყენეს "სან ხოსეს" მწვრთნელი მიკაელ შტარე.

mercurynews-ი აღნიშნავს, რომ 10 თვის წინ დანიშნულმა შტარემ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და ისე მოხსნეს, რომ სეზონის დასრულებაც არ აცალეს, მის ნაცვლად კი დროებით გუნდი მისსავე თანაშემწეს სტივ რალსტონს ჩააბარეს. რალსტონი "სან ხოსეს" ჩემპიონატის დარჩენილ 6 მატჩში უხელმძღვანელებს. 

წერილში ნათქვამია, რომ ეს მიწისძვრას ჰგავს, დაცვაში გუნდის თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და თვით ქართველი ცენტრალური მცველის გურამ კაშიას დამატებამაც ვერ უშველა წამხდარ საქმეს.

რალსტონიუკანასკნელ ორ სეზონში გუნდის მეოთხე მწვრთნელი გახდა და ახლა კლუბის ხელმძღვანელები მეხუთეს ეძებენ.

"სან ხოსე" 28 ტურის შემდეგ 20 ქულით ბოლო ადგილზეა. ამ სეზონში გუნდის თავდამსხმელმა ვაკო ყაზაიშვილმა 9 გოლი გაიტანა.
скачать dle 12.0

loading...
TOP სიახლეები
240x400
დღის ამბები