. / საქართველო 24.09.2018 ავტორი: GHOST 69 0

საბა კვირკველია დაცვის მეფეა - ჰაერსა და მიწაზე არავის არ ახარებს

loading...


პოპულარულმა რუსულმა საიტმა sports.ru-მ რუსეთის ჩემპიონატზე "ლოკომოტივისა" და "დინამოს" თამაში გაარჩია და ჩემპიონთა ლიგაზე "გალათასარაისთან" შეხვედრის წინ "რკინიგზელთა" ქართველი მცველი საბა კვირკველია აქო. 

"საბა ისევ "ლოკომოტივის" დაცვის მეფეა, ის ბურთს ყველას უხსნის ჰაერსა და მიწაზე - არავის არ ახარებს. ის რომ არა, იგნატიევის ცუდი თამაშის გათვალისწინებით, მისი გუნდი მწარედ დაისჯებოდა. საბამ რამდენიმეჯერ ჩაჭრა მის ფლანგზე გადაცემები. 

"კრასნოდართან" მატჩისგან განსხვავებით, შეტევებს ჩორლუკა იწყებდა, ამიტომ იერიშების პირველ ფაზაში ნაკლები წუნი იყო, ვიდრე წინა ტურში. გასაკვირი არაა, რომ ჰიოვედესი ჯერ არ დაუყენებიათ სასტარტოშემადგენლობაში, რადგან კვირკველიასთან და ჩორლუკასთან არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. "ლოკო" სტამბულში ალბათ, სამი ცენტრალური მცველით ითამაშებს და ეს ჰიოვედესის შანსია".скачать dle 12.0

loading...
TOP სიახლეები
240x400
დღის ამბები