. / საქართველო 23.09.2018 ავტორი: GHOST 66 0

დავით ხოჭოლავა ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს და "ჰოფენჰაიმთან" მატჩისთვის ემზადება

loading...


"შახტარის" ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა ua-football-მა უკრაინის პრემიერლიგის მე-8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

დონბასურ გუნდს გასვლითი მატჩი ჰქონდა მე-2 ადგილზე მყოფ "ოლეკსანდრიასთან", შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, 5 010-იანი სტადიონი პირთამდე გაივსო და სტუმრებმა 2:0 გაიმარჯვეს.

ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, ეს მატჩიც შეუცვლელად ჩაატარა და აღნიშნულმა გამოცემამ მისი გარჯა სათანადოდ შეაფასა.

"გაშვებული სწრაფი გოლის შემდეგ, მასპინძლებს მეტი აღარაფერი არ დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ დიდი ძალებით შეეტიათ. აქედან გამომდინარე, დონეცკელებს დაცვაში ბევრი სამუშაო ჰქონდათ. ამ დროს მოწინააღმდეგის იერიშების შეჩერებისას დავითმა თავისი საუკეთესოთვისებები გამოავლინა: ასწრებდა ჩაჭრებზე, დაზღვევაზე და დაუყოვნებლივ იწყებდა თავისი გუნდის შეტევებს".

19 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "შახტარი" "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს და დიდი ალბათობით ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაში იქნება.скачать dle 12.0

loading...
TOP სიახლეები
240x400
დღის ამბები