. 23.09.2018 ავტორი: GHOST 90 0

არიენ რობენი: არ ვგრძნობ, რომ 34 წლის ვარ

loading...



მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის სამი მატჩიდან ორში თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, სადაც ორი გოლის გატანაც მოახერხა. 

მისი თქმით, ის ვერ გრძნობს, რომ 34 წლისაა.

"ვიცი, რომ რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით მეტი დროის გატარება მომიწევს სათადარიგოთა სკამზე. ეს ნორმალურია. არ ვიცი, ასე როდემდე იქნება, მაგრამ არ ვგრძნობ, რომ 34 წლის ვარ. იმედი მაქვს, ასე დიდხანს გაგრძელდება. მე თამაშით სიამოვნებას ისევ ვიღებ", - განაცხადა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა. 

არიენ რობენი "ბაიერნში" 2009 წელს მადრიდის "რეალიდან" გადაბარგდა და ამ დროის განმავლობაში ბუნდესლიგაში ჩატარებულ192 მატჩში 97 გოლი გაიტანა.скачать dle 12.0

loading...
TOP სიახლეები
240x400
დღის ამბები