. / ლა ლიგა 18.09.2018 ავტორი: GHOST 167 0

ბენზემა: "უნდა დავამტკიცოთ, რომ რეალი მსოფლიოში საუკეთესოა!"

loading...


მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ჩემპიონთა ლიგის სტარტზე ისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგა - უმაღლესი დონის ტურნირია და აქ ყოველი შეხვედრა მნიშვნელოვანია. მომწონს, რომ ყოველ მატჩში მაქსიმუმის ჩვენება გიწევს.

"რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ეს ყოველწლიურად უნდა დაამტკიცოს. იმედი მაქვს, გასული სეზონის წარმატებას გავიმეორებთ.

"რეალი" ყოველთვის ფავორიტის სტატუსით ასპარეზობს და ყველა ტურნირის მოგებას ცდილობს", - განაცხადა 30 წლის ფრანგმა.

"სამეფო კლუბი" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა, ვინაიდან ეს ტურნირი ზედიზედ სამჯერ მოიგო.

ხვალ, ჩვენი დროით 23:00 საათზე, "ბლანკოსი" საკუთარ მოედანზე "რომას" მიიღებს.скачать dle 12.0

loading...
TOP სიახლეები
240x400
დღის ამბები