. / სერია ა 18.09.2018 ავტორი: GHOST 110 0

ბერლუსკონი ახალ საფეხბურთო კლუბს ყიდულობს

loading...


"Football Italia" სილვიო ბერლუსკონის შესახებ ახალ ამბავს ავრცელებს. წყაროს ცნობით, ბერლუსკონი 82-ე დაბადაბის დღეზე საკუთარ თავს საფეხბურთო კლუბს ჩუქნის.

"მილანის" ყოფილი მფლობელი სერია C-ში მოთამაშე კლუბ "მონცას" ყიდვასთან ახლოსაა.

ბერლუსკონი კლუბის აქციათა 70%-ს 29 სექტემბერს, საკუთარ დაბადებისდღეზე შეიძენს. სილვიოსთან ერთად "მონცას" მფლობელი "მილანის" ექს გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი იქნება.

მოგეხსენებათ, "მილანი" ბერლუსკონს 1986-2017 წლებში ეკუთვნოდა. აღსანიშნავია, რომ ეს პერიოდი კლუბის ისტორიაში ოქროს ხანაა. "როსონერიმ" როგორც იტალიაში, ასევე მთლიანად ევროპაში ბევრი ტიტულის მოგება შეძლეს. მათ, ამ პერიოდში, საკლუბო ისტორიას სერია ა-ს 8 და ჩემპიონთა ლიგის 5 გამარჯვება შემატეს.

სილვიო ბერლუსკონი ჯერ კიდევ გახლავთ ყველაზე ტიტულოვანი პრეზიდენტი ფეხბურთის ისტორიაში.скачать dle 12.0

loading...
TOP სიახლეები
240x400
დღის ამბები