. / საქართველო 17.09.2018 ავტორი: GHOST 304 0

ილიას ზუროსი: "მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ ასეთია კალათბურთი"

loading...



საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების თავკაცმა ილიას ზუროსმა გააკეთა.

"დიდი ბრძოლა იყო და მოგებასაც ვიმსახურებდით, რადგან დიდებული მატჩი ჩავატარეთ. ეს მოგება ჩვენთვის კარგი იქნებოდა, თუმცა ბოლო წუთებზე წაგება ყოველთვის დასანანია.

ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მაგრამ შეიძლება ითქვას, არ გაგვიმართლა. ახლა კი შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ.

საბერძნეთი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია და ასეთი ნაკრების დამარცხებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ასეთია კალათბურთია.

დიდი მადლობა ჩემს კალათბურთელებს ბრძოლისთვის და გულშემატკივარს ბოლომდე ქომაგობისთვის", - აცხადებს ზუროსი.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველოსა და საბერძნეთს შორის, სტუმართა გამარჯვებით 85:86 დასრულდა.скачать dle 12.0

loading...
TOP სიახლეები
240x400
დღის ამბები