. / საქართველო 5.09.2018 ავტორი: GHOST 143 0

სტანიმირ სტოილოვი: ჩემი გუნდი ნებისმიერი სქემის წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა

loading...


ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა საქართველოსთან ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

- კარგი ფეხბურთისა და შედეგის იმედი გვაქვს. იმ დონეს ვანახებთ, რომელსაც ჩვენგან ელიან. მე უკვე ვამბობდი, რომ ყაზახეთის ნაკრებს უფრო ძლიერად თამაში შეუძლია. იმედია, გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ.

- არაერთხელ გითქვამთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია, ფეხბურთელებმა კლუბებში სათამაშო პრაქტიკა მიიღონ. რას ფიქრობთ ამჟამინდელ სიტუაციაზე?
- ამ პრობლემის შესახებ ვიცით. წუწუნს აზრი არ აქვს. ერთი კვირა გვქონდა, რომ ნაკრები შეთამაშებულიყო, ორმხრივ მატჩებს ვატარებდით. მჯერა, რომ როცა ფეხბურთელებიმოედანზე ნაკრების მაისურით გავლენ, ეს მათზე ზეგავლენას მოახდეს. ვიცი, რომ ლოგვინენკო და სხვები საუკეთესო ფორმაში არ არიან, მაგრამ მათ, ვინც მოედანზე გავა, მოგებისთვის ყველაფერი უნდა გაიღონ. ინდივიდუალური პრობლემები გვაქვს, მაგრამ მათი გადაწყვეტა ორგანიზებული და გუნდური მოქმედებებით შესაძლებელია. 

- რა ამოცანის წინაშე დაგაყენათ ფეხბურთის ფედერაციამ? ხვალ როგორი ფეხბურთის თამაშს აპირებთ?
- ფედერაციის მდივანთან არაოფიციალური ვახშამი მქონდა. ამოცანები გვაქვს. ჯგუფის ფავორიტი საქართველოა, ჩვენ მესამე ადგილზე ვართ. ახლა ჩემი ყველა ფიქრი იქითაა მიმართული, რომ პირველი ადგილისთვის ვიბრძოლოთ, მაგრამ მთავარია, ჩვენი თამაშით გულშემატკივრებს სიამოვნება მივანიჭოთ. ორგანიზებულად ვითამაშებთ.

- ის ფაქტი, რომ ვლადიმირ ვაისს იცნობთ, დაგეხმარებათ მის ტაქტიკურ ძლევაში?
- არ შეიძლება ყაზახეთის ფეხბურთელებს აუტსაიდერები დავარქვათ. უნდა გვჯეროდეს. უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს, ვიდრე წარსულის შედეგები. ბოლო სამმა მატჩმა დაგვანახა, რომ მეტი შეგვიძლია.

მიხარია, რომ ვაისს შევხვდები. ის ბრწყინვალე მწვრთნელია. ჩვენ ისე ვემზადებით, რომ მხოლოდ ჩვენს ტაქტიკას დავეყრდნობით. არ მგონია, რომ სიურპრიზს შემოგვთავაზებს. ჩემი გუნდი ნებისმიერი სქემის წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.

- ერკებულან სეიდახმეტის მომზადებას როგორ შეაფასებთ?
- ის ჯერ ფორმაში არაა. "უფაში" მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ კარგად მომზადებულია. მას დიდი პოტენციალი აქვს, რომ ძლიერი ფეხბურთელი გახდეს და ნაკრებს დაეხმაროს.

- რატომაა ნაკრებში სათადარიგო მეკარე უკრაინელი დმიტრი ნეპოგოდოვი?
- მე უკვე ვთქვი, რომ ჩემთვის მთავარია, რა პასპორტი აქვს. ის ყაზახია და ეს მთავარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის მატჩი 6 სექტემბერს, ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩს "პირველი არხი" აჩვენებს.скачать dle 12.0

loading...
TOP სიახლეები
240x400
დღის ამბები